სამართლებრივი ესეების ჩემპიონატი ELSA Batumi

ელსა ბათუმი პოლიტიკისა და რეფორმების ევროპული სკოლის ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიულ კომპანია- LegaLion-თან და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გთავაზობთ პროექტს „სამართლებრივი ესეების ჩემპიონატი“.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს.
პროექტი გაიმართება სამ ეტაპად:
I ეტაპი - აპლიკაციების მიღება;
II ეტაპი - სტუდენტთა მიერ სამართლებრივი ესეების შექმნა;
III ეტაპი - დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის თემა, პროექტის პირველი ეტაპისთვის აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
I ადგილზე გასული მონაწილე გაივლის სტაჟირებას იურიდიულ კომპანია- LegaLion-ში.
II ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ 50 ლარიანი ვაუჩერი.

საუკეთესო ნაშრომი დაიბჭდება გაზეთ „აჭარა პ.ს“-ში.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა:

https://bit.ly/39w0YwT

გაითვალისწინეთ, არასრულყოფილად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება!
თითოეული გრაფა შეავსეთ სრულყოფილად, მითითებული კითხვების შესაბამისად!

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 იანვარი.

პროექტი გაიმართება 2020 წლის თებერვალში. დეტალურ ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577540359
ნათია ბერიძე
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი 
ბეჭდვა