მონაცემთა ბაზების დამუშავება და გამოყენება

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) ბათუმი გთავაზობთ ტრენინგ კურსს თემაზე: “მონაცემთა ბაზების დამუშავება და გამოყენება”. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) ბათუმი გთავაზობთ ტრენინგ კურსს თემაზე: “მონაცემთა ბაზების დამუშავება და გამოყენება”.

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებმა შეძლონ მონაცემთა ელექტრონული ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.

ტრენინგს გაუძღვება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონალური ოფისის მენეჯერი - მალხაზ ჭკადუა.

შეხვედრა გაიმართება 18 და 19 თებერვალს, 17:00 საათზე, ZOOM პლატფორმის საშუალებით.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/YKvnwSnQa4Tr3D737

პროექტის ბოლოს ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება ელ-ფოსტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+(995) 555 16 98 01
academicactivities.batumi@ge.elsa.org
ქრისტინა ხიმშიაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით