საჯარო შეხვედრა მოსამართლეებთან

მოსამართლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საჯარო შეხვედრა მოსამართლეებთან.  17 მაისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთანამშრომლობით ჩატარდა  საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან.
 შეხვედრა ჩატარდა მოსამართლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.
 


შეხვედრას წაუძღვნენ:
მერაბ ტურავა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლონ თავმჯდომარე
პეგი ვოლკერი - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ამერიკელი მოსამართლე
 
ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და, შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე,
როგორც ამერიკელი სტუმრისგან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან.
ელსა ბათუმი მადლობას უხდის თანაორგანიზატორებსა და შეხვედრაზე დამსწრე პირებს ნაყოფიერი თანამშრომლიბისთვის
ბეჭდვა