ELSA Batumi-ს და საიას აჭარის ფილიალის ურთიერთანამშრომლობით ჩატარდა საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან.
19 მაისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ურთიერთანამშრომლობით ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებებისა და თანამედროვე გამოწვევების საკითხზე.
შეხვედრას წაუძღვნენ:
თამარ ონიანი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი
თამარ წულუკიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე
ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და, შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე განეხილათ პრაქტიკული მაგალითები თანამედროვე სასამართლო პრაქტიკიდან.
ელსა ბათუმი მადლობას უხდის მომხსენებლებსა და შეხვედრაზე დამსწრე პირებს ნაყოფიერი თანამშრომლიბისთვის.