კერძო სამართლის აქტუალური საკითხები


ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ქუთაისი (ELSA Kutaisi) გთავაზობთ კვირეულს კერძო სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც წარიმართება 11-დან 17 იანვრის ჩათვლით.
კვირეულზე წარმოგიდგენილი იქნება ვებინარები შემდეგი თანმიმდევრობით:
11 იანვარს 11:00 საათზე - ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
12 იანვარს 12:00 საათზე - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
12 იანვარს 14:00 საათზე - უკუმითითება(Renvoi): ინტელექტუალური თავსატეხი კოლიზიური სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში.
13 იანვარს 11:00 საათზე - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების მიზანშეწონილობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დირექტივის შესაბამისად.
16 იანვარს 16:00 საათზე - საინვესტიციო/ბიზნეს სამართალი.
17 იანვარს 15:00 საათზე - მედიაცია როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.

ვებინარებს გაუძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები.
ვებინარები ჩატარდება Google Meet -ის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია, ცალკეული ვებინარების მომხსენებელთა ვინაობა და მოსაწვევი ბმული გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!
მიშო, დიანა, დიმა, მაიკო, მარიამი </span></div>
ბეჭდვა