ფინანსური ორგანიზაციის მომსახურე იურისტის პრაქტიკული საქმიანობა


ელსა ქუთაისი 15 დეკემბერს 12 საათზე გთავაზობთ ვებინარს ფინანსური ორგანიზაციის მომსახურე იურისტის პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.
ვებინარის ფარგლებში საუბარი იქნება სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და სამოქმედო რეგულაციებზე; იურიდიული სამსახურის სტრუქტურაზე ფ/ო-ში და მათი კომპეტენციის გამიჯვნაზე; იურისტის უშუალო ფუნქციებზე შესაბამის სტრუქტურულ სამსახურებში; ფ/ო-ის ადგილობრივ და ცენტრალურ სამსახურებთან; ფ/ო-ის კონკრეტულ განყოფილებებთან (საკრედიტო, ბუღალტერია და ა. შ); ასევე, იურისტის ფუნქციებზე საკრედიტო და სხვადასხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში და საჯარო რეეტრის ავტორიზებული პირის როლზე ფ/ო-ში.
ვებინარს გაუძღვება საბანკო სამართლის სპეციალისტი ადვოკატი თეიმურაზ კოკელაძე.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით.
მოსაწვევი ბმული : https://meet.google.com/amb-oyoj-chy
პაროლი : amb-oyoj-chy
(კომპიუტერით სარგებლობის შემთხვევაში ბმული ჩვეულებრივ გაიხსნება, ხოლო მობილურის გამოყენებისას აუცილებელია აპლიკაციის გადმოწერა).
გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!
მიშო, დიანა, დიმა, მაიკო, მარიამი 
ბეჭდვა