ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქსელების საქმიანობა და მათი თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატთან

ელსა ქუთაისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორშაბათს, 7 დეკემბერს 14:00 საათზე გთავაზობთ ვებინარს თემაზე "ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელების საქმიანობა და მათი თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატთან", რომლის ფარგლებშიც საუბარი იქნება GANHRI-ს, ENNHRI-ს, IOI-სა და Equinet-ის შესახებ.
ვებინარს გაუძღვება ნინო ბერიშვილი - სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით.

მოსაწვევი ბმული: https://meet.google.com/trv-axxs-ymt
პაროლი: trv-axxs-ymt
(კომპიუტერით სარგებლობის შემთხვევაში ბმული ჩვეულებრივ გაიხსნება, ხოლო მობილურის გამოყენებისას აუცილებელია აპლიკაციის გადმოწერა).

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!
მიშო, დიანა, დიმა, მაიკო, მარიამი
ბეჭდვა