სემინარი და ტრენინგ-სესია “განათლება და თავისუფალი აზროვნება”

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია  თბილისი (ELSA Tbilisi) გთავაზობთ სემინარსა და ტრენინგ-სესიას: “განათლება და თავისუფალი აზროვნება”.

აღნიშნული სემინარი შეეხება განათლებისა და თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობას და განიხილავს ამჟამინდელი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. სემინარის შემდგომ გაიმართება  ტრენინგ-სესია, რომლის ფარგლებშიც მოხდება პრაქტიკული რჩევებისა და ხერხების გაცვლა თავისუფალი აზროვნებისა და განათლების სტრატეგიული დაგეგმვის განსავითარებლად.

პროექტში მონაწილეობის მიღბა შეუძლიათ  თბილისში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც იურიდიული, ასევე სხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

სემინარის აკადემიური ხელმძღვანელია ილიას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მასწავლებელი და Borani.org-ის დირექტორი: ლევან ღამბაშიძე.

ღონისძიების ჩატარების დრო: 16 მარტი, 15:00 საათი.

ადგილი: სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

პროექტში მონაწილეობის მსრულველებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თანდართულ ბმულზე. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 23:59 საათი.

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც შეირჩევა საუკეთესო 30 მონაწილე.
 
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

✆599276591
seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org
ანა კორინთელი
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების სფეროში

✆ 551 28 22 12
ანა კირვალიძე
დირექტორი ტრენინგების მიმართულებით

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი