აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა კაუნასის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა კაუნასის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები.
გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს
სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის
კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.
სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ
სერტიფიკატები.
ძირითადი მოთხოვნები:
● ორგანიზაციის მუშაობისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის
ფლობა;
● ინგლისური ენის ცოდნა.
მგზავრობის, საცხოვრებელ და კვების საფასურს მონაწილე ფარავს
თავისი ხარჯებით.
მონაწილეების შერჩევა ხდება აპლიკაციების, ტესტირებისა და
გასაუბრების საფუძველზე.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შესავსებად
უნდა ეწვიონ შემდეგ
ბმულს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი, 23:59
საათი!
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ანა კორინთელი
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების სფეროში
✆ (+995) 599 27 65 91
✉ seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების სფეროში
✆ (+995) 599 27 65 91
✉ seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი