პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარ 3 კაციან გუნდს.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე. მონაწილეობის
მიღების მსურველმა გუნდებმა, სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, 12
მარტის ჩათვლით (23:59 სთ).
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული გუნდები გაივლიან
გასაუბრების ეტაპს, რის შედეგადაც შეირჩევა პროექტში მონაწილე 4
საუკეთესო გუნდი.
შერჩეულ კანდიდატებს ზეპირი რაუნდების დაწყებამდე ჩაუტარდებათ
ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან მოქმედი ადვოკატები და
მოსამართლეები.
იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება თბილისის საქალაქო
და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეებს წინასწარ
განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე შეაფასებენ მოქმედი
მოსამართლეები. ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი,
რომელსაც გადაეცემა იურიდიული ლიტერატურა და სხვა პრიზები.
პროექტში მონაწილე გუნდის თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობის
დამადასტურებელ სერტიფიკატს.
*პროექტში მონაწილეობა უფასოა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆ 557 45 85 35
ელენე ღუდუშაური
პროექტის ხელმძღვანელი
✆ 557 45 85 35
ელენე ღუდუშაური
პროექტის ხელმძღვანელი
✆ 555 75 76 89
✉ academicactivities.tbilisi@ge.elsa.org
მარიამ ბურკაძე
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში
✉ academicactivities.tbilisi@ge.elsa.org
მარიამ ბურკაძე
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი