საჯარო ლექცია -

ონლაინ ლექცია, “არჩევნები - საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის გზა”. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისი 2021 წლის 25 იანვარს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ატარებს ონლაინ ლექციას “არჩევნები - საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის გზა”.

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ლექციაზე განხილულ იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი - არჩევნები, როგორც პარლამენტის მიერ ლეგიტიმაციის მოპოვების მთავარი გზა.

ონლაინ ლექციას გაუძღვება - პროფესორი გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ჩატარების დრო - 25 იანვარი, 14:00 საათი.

შეხვერა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით, რომლის მონაცემებიც გამოგეგზავნებათ მეილზე.

ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ, 24 იანვრის 18:00 საათამდე შეავსოთ აპლიკაცია:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSeqeFTjzKy.../viewform...

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
მარიამი, გვანცა, ზაალი, მარიამი, გიორგი, ანი და სალომე.
ბეჭდვა