ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი და ახალგაზრდა იურისტი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს, მზადაა დასახული ამოცანების განსახორციელებლად, აქვს სათანადო უნარ-ჩვევები.
ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილის მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სტუდენტის ცნობა ან უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- შევსებული გასაწევრიანებელი ბლანკი;
- შევსებული კითხვარი.
აღნიშნული საბუთების წარმოდგენისას აუცილებელია პირებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი!
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!