სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა (Student Trainee Exchange Programme - STEP) ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სწორედ იგი ხდის ელსას გამორჩეულს სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისაგან. სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ისტორია 1984 წლიდან იწყება. ჯერ კიდევ 90- იან წლებში 500 გაცვლითი პროგრამა განხორციელდა. მას შემდეგ, აღნიშნული პროგრამით სტუდენტების დაინტერესება დღითი დღეი ზრდება. ყოველწლიურად ხდება ათობით სტუდენტის დასაქმება ევროპის ქვეყნების იურიდიულ კომპანიებში.

წლების განმავლობაში, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ფარგლებში, ელსა თანამშრომლობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან (მაგ. CMS) და ევროპის საბჭოსთან.შედეგად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში და მიიღონ ფასდაუდებელი გამოცდილება. ეს კი პროგრამის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა სტუდენტებს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაეცნონ სხვა სახელმწიფოების სამართლებრივ სისტემას, დახვეწონ ენობრივი კომპეტენციები და ისწავლონ მუშაობა საერთაშორისო გარემოში, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.
24.05.2018