იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი საკორპორაციო სამართალში

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს საავტორო პროექტისთვის "იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი საკორპორაციო სამართალში II".

2017 წელს მონაწილეთა მიერ გამოხატული დიდი ინტერესისა და ამგვარი ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტმა ყოველწლიური ხასიათი მიიღო და ერთგვარ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. "იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი საკორპორაციო სამართალში II - 2018" წლიდან წლამდე მზარდი პროექტია, რომელიც არსებული გამოცდილებებისა და ახალი იდეების შეჯერებით შეიქმნა.

ამრიგად, შეჯიბრი წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისაგან. გუნდის ყველა წევრი უნდა იყოს იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტი (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე), რომელსაც გუნდი წარმოადგენს.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ პირს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

ზეპირი მოსმენის ეტაპზე გადავა საუკეთესო წერილობითი პოზიციის მქონე 8 გუნდი.

პროექტის განხორციელების ვადები:

მონაწილეთა რეგისტრაცია: 21-30 აპრილი.
კაზუსის გამოქვეყნება: 1 მაისი;
წერილობითი პოზიციების მომზადება: 1-20 მაისი;
საუკეთესო 8 გუნდის გამოვლენა: 20-25 მაისი;
მეოთხედფინალი: 2 ივნისი;
ნახევარფინალი/ფინალი: 3 ივნისი;

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeyQvHX0DF_hgOnH7wtOTWYGJOsuZFlUEKoXTcWh9qty2XVXA/viewform არაუგვიანეს 30 აპრილის 23:59 საათისა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის წესები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1SOIHRHnCCZlw137AWiPGW2uhvDC2lula/view?usp=sharing

პროცესები გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ პარტნიორებისაგან დაწესებული პრიზები და ორენოვანი სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამარ ონიანი
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში
✆ (+995) 555 222 114
✉ academicactivities.tbilisi@ge.elsa.org

მარინა ჩოჩიშვილი
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
✆ (+995) 598 405 021
✉ m.chochishvili@gmail.com

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ნანა, დავითი, დიმიტრი, თამარი, ფოკი და სოფო
ბეჭდვა