სამართლის სკოლა - როგორ გავაშუქოთ სამართლებრივი ამბები?

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi), 13-დან 15 მაისის ჩათვლით ახორციელებს სამართლის სკოლას, - “როგორ გავაშუქოთ სამართლებრივი ამბები?”

პროექტის მიზანია იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

განსახილველი თემებისა და სამართლის სკოლის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ეტაპობრივად.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინამდებარე აპლიკაციის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1x2yVpGm4FpTzpAiyq1YBTBl7hsBubqXUUbqExieIllM/edit

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 12 მაისი, 22:00 სთ.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული და ჟურნალისტიკის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

პროექტის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე. ადგილები შეზღუდულია.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ფოკი ფაჩულია
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების სფეროში
✆ (+995) 555 71 79 72
✉ seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org

როლანდ ბაღათურია
დირექტორი სამართლის სკოლების სფეროში
✆ (+995) 598 19 19 91
✉ roland.baghaturia@gipa.ge

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ნანა, დავითი, დიმიტრი, თამარი, ფოკი და სოფო