იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატს სამოქალაქო სამართლის თემატიკით.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარ 3 კაციან გუნდს, რომელთაც გავლილი აქვს სამოქალაქო საპროცესო სამართალი.

მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა, სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, 23 აპრილის ჩათვლით (23:59).
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე:
https://goo.gl/forms/35nkrkkIiw4XQmEk2

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული გუნდები გაივლიან გასაუბრების ეტაპს, რის შედეგადაც შეირჩევა პროექტში მონაწილე 4 საუკეთესო გუნდი.

შერჩეულ კანდიდატებს ზეპირი რაუნდების დაწყებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან მოქმედი ადვოკატები და მოსამართლეები.

იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე შეაფასებენ მოქმედი მოსამართლეები. ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა იურიდიული ლიტერატურა და სხვა პრიზები.

პროექტში მონაწილე გუნდების თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს და იურიდიულ ლიტერატურას.

***პროექტში მონაწილეობა უფასოა.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆ 598 65 96 05
✉ academicactivities@ge.elsa.org
ლიზა ჩიტალაძე
პროექტის ხელმძღვანელი

✆ 598 41 98 96
ეკატერინე დვალიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ციცია, სალომე, ეკატერინე, ეთო, ლიზა