ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმი “Children of Holocaust”, რომელიც ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში გავნითარებული მოვლენების უშუალო მონაწილეთა მოგონებებს.
პანელური დისკუსიის დროს კი განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ანტისემიტიზმის წარმოშობა ნაცისტურ გერმანიაში და ომის შემდგომ პერიოდში ებრაელი ხალხის „სახლში დაბრუნება“, საერთაშორისო საზოგადოების როლი მათ რესოციალიზაციაში და მსოფლიო ხალხთა გაზიარებული პასუხისმგებლობა.
ღონისძიებაზე მოწვეული მომხსენებელი იქნება საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი და გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
დასაწყისი - 2018 წლის 27 იანვარი, შაბათი, 19:00 საათი, ახალი მზიურის კაფე.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით:
https://goo.gl/forms/Cd8bDePOgheLLloF2
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 იანვარი 23:59 სთ.
უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს. პროექტში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆ 555 436043
✉ seminarsconferences@ge.elsa.org
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ციცია, სალომე, ეკატერინე, ეთო
და ლიზა