"ნაფიცი მსაჯული" არის ელსა საქართველოს ბრენდ პროექტი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ იმიტირებულ პროცესებს შორის მასშტაბურობით გამოირჩევა. მისი პირველი გამოშვება განხორციელდა 2008 წელს. მას შემდეგ ეს პროექტი სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულების სტუდენტს - ნაფიცი მსაჯულის სახით.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
პროექტში მხარეებად, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.
გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს სამი მონაწილისგან, რომელსაც შესწავლილი აქვს ან ახლა შეისწავლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს.
მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა, სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 საათი).
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1mCwdeSOUhrAJyoxvxhll7zY6x3RM56BkBUZsEuJmDWE
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული გუნდები გაივლიან გასაუბრების ეტაპს, რის შედეგადაც შეირჩევა პროექტში მონაწილე 8 გუნდი (4 გუნდი როგორც ბრალდების მხარე, ხოლო 4 გუნდი როგორც დაცვის მხარე)
პროექტში ნაფიცი მსაჯულის როლით მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმდა უნდა შეავსონა 29 ოქტომბრის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1yNWGTLhFprQK3kTMot-jwhB_uQIKeY8yE_RQf2Bqno8
ნაფიც მსაჯულთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად პროფესიის და კვალიფიკაციისა.
შერჩეულ კანდიდატებს ზეპირი რაუნდების დაწყებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომლებსაც ჩაატარებენ მოქმედი ადვოკატები და პროკურორები.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
იმიტირებულ სასამართლო პროცესესში მონაწილეებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე, შეაფასებენ კვალიფიციური იურისტები და მოქმედი მოსამართლეები. ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული 1 გუნდი (ბრალდების ან დაცვის მხარე), ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და მოსამართლეთა შეფასების მიხედვით. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა იურიდიული ლიტერატურა და სხვა პრიზები.
პროექტში მონაწილე გუნდების თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს და იურიდიულ ლიტერატურას.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆ 598 41 98 96
✉ academicactivities@ge.elsa.org
ეკატერინე დვალიშვილი
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ციცია, სალომე, ეკატერინე, ეთო, ლიზა