სამართლის სკოლა საზღვაო სამართალში

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გთავაზობთ ახალ პროექტს - სამართლის სკოლა საზღვაო სამართლის მიმართულებით. პროექტის განმავლობაში განხილული იქნება საზღვაო სამართლის ძირითადი დებულებები (მიმართულებები, რეგულირების საგანი, სუბიექტები, სამართლის წყაროები) საზღვაო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა საზღვაო სფეროში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. პროექტი გაიმართება ორ სესიად
 

I ეტაპი  2019 წლის 17 ოქტომბერი.
თემა:  საერთაშორისო საზღვაო სამართლის ძირითადი დებულებები“

მომხსენებელი: Marin Legal Adviser პარტნიორი-ადვოკატი პაატა კოპალეიშვილი

II ეტაპი  2019 წლის   18 ოქტომბერი.
 თემა: გადაზიდვები და დაზღვევა საზღვაო სამართალში.

მომხსენებელი: ბათუმის საზღვაო აკადემიის  ასოც. პროფესორი იაგო წულაძე

18 ოქტომბერი, თემა:  საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა საზღვაო სფეროში

მომხსენებელი:  სსიპ საქქართველოს საზღვაო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე აბაშიძე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა  მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 593 373 666
seminarsconferences.batumi@ge.elsa.org
ლაშა ბერიძე
პროექტის ხელმძღვანელი
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი

ბეჭდვა