ეროვნული შეჯიბრი მოლაპარაკებებში!

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო  (ELSA Georgia) გთავაზობთ ინოვაციურ პროექტს - ეროვნული შეჯიბრი მოლაპარაკებებში (National Negotiation Competition).

პროექტი წარმოადგენს მოლაპარაკების პროცესის სიმულაციას, რომელიც მიმდინარეობს იურისტი სტუდენტის ან/და ახალგაზრდა იურისტის შემადგენლობით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.
პროექტის მიზანია, მოლაპარაკებების პროცესის სიღრმისეული შესწავლა, სტუდენტებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებითა და მათთვის არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებით.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იურიდიული ფაკულტეტის, როგორც მოქმედ სტუდენტებს ისე კურსდამთავრებულებს.  გუნდი უნდა შედგებოდეს 2 წევრისგან!

მონაწილეობის მიღების მსურველმა გუნდებმა, სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 14 მაისის 18:00 საათისა.

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/LiaPv26o86VWscqRA

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული გუნდები გაივლიან გასაუბრების ეტაპს(16 მაისი), რის შედეგადაც შეირჩევა პროექტში მონაწილე 4 საუკეთესო გუნდი.

შერჩეული გუნდები პროექტის თეორიულ ეტაპზე (17-19 მაისი) გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

მოლაპარაკების მნიშვნელობა, მისი უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები
მოლაპარაკებებში გამოყენებული სტრატეგიები და ტექნიკა
მოლაპარაკების პროცესის ეტაპები
ფასეულობის შექმნა მის გადანაწილებამდე
ემოციების მართვა
ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სხეულის ენა
პროექტის პრაქტიკულ ნაწილში (შეჯიბრი მოლაპარაკებებში) მონაწილე გუნდებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე შეაფასებენ კვალიფიციური იურისტები.

*
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს
**პროექტში მონაწილობა უფასოა
***პროექტის სამუშაო ენაა ქართული;
****პროქტი სრულიად ჩატარდება ონლაინ ფორმატით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
555 75 76 89
academicactivities@ge.elsa.org
მარიამ ბურკაძე
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით
ბეჭდვა