სამართლებრივი წერის კურსი

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) წარმოგიდგენთ სამართლებრივი წერის ინოვაციურ კურსს.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) წარმოგიდგენთ სამართლებრივი წერის ინოვაციურ კურსს.

იურისტისათვის წარმატების საწინდარია არა მხოლოდ დამაჯერებელი მეტყველება, არამედ, ასევე, ეფექტიანი წერის უნარი. იურისტი კლიენტთან, მოწინააღმდეგე მხარესთან, კოლეგასთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოსთან კომუნიკაციისას ხშირად იყენებს წერილობით ფორმას, რისთვისაც აუცილებელია იმ უნარების გამომუშავება, რომელიც ეხმარება იურისტს მსჯელობის ლაკონიური, მართებული, ორგანიზებული და დამაჯერებელი ფორმით გადმოცემაში.

სამართლებრივი წერის აღნიშნული კურსი მოიცავს ობიექტური სამართლებრივი დოკუმენტის - მემორანდუმის (სამართლებრივი შეფასების) მომზადებას სამართლებრივი წერის სტრუქტურების (IRAC, CREAC, TREAC) გამოყენებით. კურსი, ასევე, მოიცავს სამართლებრივი არგუმენტაციის შემუშავებასა და სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად კვლევას.

კურსის მოკლე აღწერა:

I სესია - სამართლებრივი წერის ზოგადი პრინციპების მიმოხილვა

·         ორგანიზებულობა

·         დამაჯერებლობა;

·         ლაკონიურობა;

·         მართებული ტონი;

·         რედაქტირება.

 

II სესია - IRAC/CREAC/TREAC-ის პირველი საფეხურის მიმოხილვა

·         საკითხის/დასკვნის/თეზისების განსაზღვრა;

·         სავარაუდო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც დაგვეხმარება სამართლებრივი პრობლემის განსაზღვრაში;

·         პირველადი სამართლებრივი პრობლემ(ებ)ის განსაზღვრა;

·         პრაქტიკული სავარჯიშო

 

III სესია - IRAC/CREAC/TREAC-ის მეორე და მესამე საფეხურის მიმოხილვა

·         სამართლებრივი ნორმების/ წყაროს მოძიება, შერჩევა;

·         წყაროს მითითება;

·         წყაროების კლასიფიკაცია;

·         ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტება;

·         ნორმის ისტორიული განმარტება;

·         ნორმის  სისტემური (ლოგიკური) განმარტება;

·         ტელეოლოგიური რედუქცია (შეზღუდული განმარტება);

·         ტელეოლოგიური ექსტენცია (განვრცობითი განმარტება);

·         პრაქტიკული სავარჯიშო.

 

IV სესია - IRAC/CREAC/TREAC-ის მეოთხე და მეხუთე საფეხურის მიმოხილვა

·         სუბსუმცია, ფაქტებისა და წყაროების ურთიერთშეჯერება/მსჯელობა/ანალიზი;

·         სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენება ანალიზში;

·         დასკვნის სტრუქტურა;

·         დასკვნის მისადაგება სამართლებრივ პრობლემასთან/საკითხთან/თავდაპირველ დასკვნასთან/თეზისთან;

·         შუალედური და ძირითადი დასკვნის ჩამოყალიბება.

 

V სესია - მემორანდუმის განხილვა, კურსის შეჯამება, პრაქტიკული რჩევები.

 

სამართლებრივი წერის კურსი შედგება 5 სესიისგან, რომელიც გაგრძელდება 3 კვირის განმავლობაში (5 - 19 აპრილი). სესიები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით, ორშაბათობით და ხუთშაბათობით, 14:00სთ-დან - 16:00სთ-მდე. 

სამართლებრივ წერის კურსს გაუძღვება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი - ქ-ნი ანა ლორია.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, მითითებული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოთ 2021 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

https://bit.ly/3szD0u1

შემოსული აპლიკაციების საფუძველზე აირჩევა 15 საუკეთესო აპლიკანტი.

*პროექტში მონაწილეობა უფასოა

**სამართლებრივი წერის კურსის ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით

academicactivities@ge.elsa.org

557458535

ელენე ღუდუშაური

ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით

 

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!

მარიამი, თამარი, ნინი, ელენე, ანა, ანა და ვახტანგი.

ბეჭდვა