Online Freshers' Camp

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) გთავაზობთ ახალწვეულთა ბანაკს დისტანციურ რეჟიმში. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) გთავაზობთ ახალწვეულთა ბანაკს დისტანციურ რეჟიმში.

ახალწვეულთა ბანაკი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ელსას სტრუქტურისა და მიმართულებების მუშაობის სპეციფიკის დეტალურ გაცნობას. ღონისძიების ფარგელბში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ პრაქტიკული რჩევები აპარატული მუშაობის შესახებ და აქტიურად ჩაერთონ ელსურ ცხოვრებაში.

ახალწვეულთა ბანაკი საუკეთესო საშუალებაა გაიგოთ მეტი ელსას შესახებ და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

ღონისძიება გაიმართება 30 მაისს 12:00 საათზე Google Meet პლატფორმის საშუალებით.
 
პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია:
https://forms.gle/nViqGH5sggWWD3917

დაინტერესებულმა პირებმა, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ 2021 წლის 29 მაისის ჩათვლით.
მონაწილეებს შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეხვედრის დღეს.
 
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით
secgen@ge.elsa.org
(+995) 577599126

თამარ ვარშალომიძე
გენერალური მდივანი
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
ბეჭდვა