შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში

შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში
mowme-dakitxva
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით: შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში (Witness Interviewing Competition). ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით: შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში (Witness Interviewing Competition).

შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში წარმოადგენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა ან/და ახალგაზრდა იურისტებისგან დაკომპლექტებული 2 წევრიანი გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვის სიმულაციურ პროცესში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა იურისტებსა ან/და სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა სისხლის სამართლის მიმართულებით.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იურიდიული ფაკულტეტის, როგორც მოქმედ სტუდენტებს ისე კურსდამთავრებულებს.

პროექტის ფარგლებში რაუნდები ჩატარდება ლოკალურ დონეებზე: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით. ლოკალური რაუნდებიდან გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ეროვნულ რაუნდებში და გამოვლინდება პროექტის გამარჯვებული გუნდი.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ გუნდებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 10 ივნისის ჩათვლით (23:59 საათი) მითითებული ლინკზე:
https://bit.ly/2Q8ogEk

პროექტში მონაწილე გუნდები პროექტის თეორიულ ეტაპზე გაივლიან სიღრმისეულ ტრენინგებს სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვასა და აღნიშნულ პროცესში ბრალდების მხარის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტის პრაქტიკულ ნაწილში (შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში) მონაწილე გუნდებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ კვალიფიციური იურისტები.

პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

პროექტში მონაწილეობა უფასოა;

კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი ჩატარდება ვირტუალურად.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
academicactivities@ge.elsa.org
(+995) 557 458 535

ელენე ღუდუშაური
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით

 

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!

 
ბეჭდვა