სამართლის სკოლა შშმ პირთა უფლებების შესახებ

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ( ELSA Georgia) სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს სამართლის სკოლას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ( ELSA Georgia) სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს სამართლის სკოლას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს მიაწოდოს სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის საქმიანობისა და საქართველოში არსებული შესაბამისი საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ.

სამართლის სკოლის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია;
2. დისკრიმინაციის აკრძალვა;
3. კანონის წინაშე თანასწორობა და მხარდამჭერი ღონისძიებები;
4. მართლმსაჯულების მისაწვდომობა;
5. დამოუკიდებელი ცხოვრება;
6. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა;
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციებში.

პროექტის დასრულების შემდგომ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე
https://forms.gle/NSj2s5b62UCVZvxE7

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი 20:00 სათი

აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 30 საუკეთესო მონაწილე

სამართლის სკოლა დაიწყება 2 ნოემბერს, Google Meeting-ის საშუალებით.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ანა ქოიავა
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და
კონფერენციების მიმართულებით

+995 555 23 51 15
seminarsconferences@ge.elsa.org
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
თამარი, ლაშა, მაია, ელენე, ქეთევანი, ანა და ვახტანგი
ბეჭდვა