სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში
mediacia-mediacia
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ( ELSA Georgia) საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს სამართლის სკოლასა და შეჯიბრს მედიაციაში.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ( ELSA Georgia) საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს სამართლის სკოლასა და შეჯიბრს მედიაციაში.

პროქტის მიზანს წარმოადგენს იურისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებში მედიაციასთან დაკავშრებული როგროც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. შერჩეულ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში მედიატორების მიერ ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები მედიაციის შესახებ; აღნიშნულის მიზანია გააცნოს სტუდენტებს მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.

აპლიკაციების საფუძველზე პროექტში შეირჩევა 35 საუკეთესო მონაწილე, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდათ ლექციები მედიაციისა და მისი სტადიების შესახებ.

სამართლის სკოლის ფარგლებში განსახილველი საკითები:
1. მედიაციის არსობრივ-პროცედურული მახასიათებლები, მედიატორის როლი;
2. მედიაციის პროცესი;
3. მედიაციის ეთიკური საფუძვლები და პრინციპები; მედიატორთა ეთიკის სტანდარტები და დისციპლინური წარმოების წესი;
4. მედიაციის შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია, ნდობის ჩამოყალიბება, აქტიური მოსმენის ტექნიკები, ემოციების გაზიარება;
5. მედიაციის მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებაში, საქართველოს კანონი,,მედიაციის შესახებ“. მედიაციის წარმოების ფორმები წარმომადგენლის როლი მედიაციაში.

სამართლის სკოლის შემდგომ, მონაწილეები დაიყოფიან 3 კაციან გუნდებად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან მედიაციაში.
მედიაციის საქმის ავტორები და პროცესების შემფასებლები იქნებიან კვალიფიციური იურისტები და მედიატორები. თითოეულ ეტაპზე გუნდის მიერ მიღებული შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს კი ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციციაში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/d9D8v8Qy8sZynwgC8

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 მარტი 23:59 საათი
აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 35 საუკეთესო მონაწილე

სამართლის სკოლა მედიაციაში დაიწყება 4 აპრილს Google Meeting-ის საშუალებით. დეტალური დღის წესრიგი მონაწილეებს ეცობებათ არჩევის შემდგომ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ანა ქოიავა
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და
კონფერენციების მიმართულებით

+995 555 23 51 15
seminarsconferences@ge.elsa.org

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად,
თამარი, ლაშა, მაია, ქეთევანი ანა და ვახტანგი
слава україні </span></div> </div>
ბეჭდვა