იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით: იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით: იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ წარმოადგენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 3 წევრიანი გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს სასამართლო პროცესზე მხარეთა პოზიციების წარდგენის სიმულაციურ პროცესში.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა იურისტებსა ან/და სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლის მიმართულებით

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა, თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტი „იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვთა უფლებების შესახებ“ ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
- რეგისტრაცია;
- ტესტირება (ტესტირების შესახებ ინფორმაციას გუნდები მიიღებენ რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ);
- ტრენინგი პრაქტიკული უნარების შესახებ და თეორიული კურსი ბავშვთა უფლებების შესახებ;
- წერილობითი პოზიციების წარდგენა;
- ზეპირი პოზიციების წარდგენა (ნახევარფინალი-ფინალი)

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ გუნდებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 საათი) მითითებული ლინკზე:
 https://bit.ly/30Kqtuz

პროექტში მონაწილე გუნდები პროექტის თეორიულ ეტაპზე გაივლიან სიღრმისეულ ტრენინგებს იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზნებისათვის მხარეთა პოზიციების წერილობითი და ზეპირი წარდგენის შესახებ. ამასთანავე, გუნდის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ თეორიულ კურსებს ბავშვთა უფლებების შესახებ.

პროექტის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილე გუნდებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ კვალიფიციური იურისტები.

პროექტის ყველა მონაწილე, რომელიც ისპარეზებს წერილობით და შემდეგ ეტაპებზე, მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

პროექტში მონაწილეობა უფასოა;

კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი ჩატარდება დისტანციურად.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
mcc@ge.elsa.org
(+995) 595 227 761
ქეთევან მახარაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი იმიტირებული სასამართლო პროცესების მიმართულებით
 
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
თამარი, ლაშა, მაია, ელენე, ქეთევანი, ანა და ვახტანგი