იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში წარმოადგენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს სასამართლო პროცესზე მხარეთა პოზიციების წარდგენის სიმულაციურ პროცესში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა იურისტებსა ან/და სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის სამართლის მიმართულებით.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშირისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. მასში ჩართულნი არიან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა. ერთ გუნდში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაიშვებიან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იმიტირებული სასამართლო პროცესების მიმართულებით ELSA საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის სახელზე წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე.
პროექტი „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებების შესახებ“ ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
- რეგისტრაცია;
- ტრენინგი პრაქტიკული უნარების შესახებ და თეორიული კურსი ადამიანის უფლებების შესახებ;
- წერილობითი რაუნდი;
- ზეპირი ლოკალური რაუნდი - თბილისი,ბათუმი და ქუთაისი (აპრილი, 2022);
- ზეპირი ეროვნული რაუნდი (21-22 მაისი, 2022)
იმიტირებული სასამართლო პროცესის საქმე გამოქვეყნდება 7 თებერვალს ELSA საქართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://elsageorgia.ge/
იმიტირებული სასამართლო პროცესის წესები შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ გუნდებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 6 თებერვლის ჩათვლით (23:59 საათი) მითითებული ლინკზე:
https://cutt.ly/FUNEqQ8
პროექტში მონაწილე გუნდები პროექტის თეორიულ ეტაპზე გაივლიან სიღრმისეულ ტრენინგებს იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზნებისათვის მხარეთა პოზიციების წერილობითი და ზეპირი წარდგენის შესახებ. ამასთანავე, გუნდის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ თეორიულ კურსებს ადამიანის უფლებების შესახებ.
პროექტის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილე გუნდებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ კვალიფიციური იურისტები.
პროექტის ყველა მონაწილე, რომელიც იასპარეზებს წერილობით და შემდეგ ეტაპებზე, მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
პროექტში მონაწილეობა უფასოა;
კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში: თეორიული კურსები გაიმართება დისტანციურად, ხოლო ზეპირი რაუნდები - ფიზიკურ გარემოში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
mcc@ge.elsa.org
(+995) 595 227 761
(+995) 595 227 761
ქეთევან მახარაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი იმიტირებული სასამართლო პროცესების მიმართულებით
ვიცე-პრეზიდენტი იმიტირებული სასამართლო პროცესების მიმართულებით
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
თამარი, ლაშა, მაია, ქეთევანი, ანა და ვახტანგი
იმიტირებული სასამართლო პროცესის წესები:
7f376d974e9c91ef232ebe327e97ef11.pdf7f376d974e9c91ef232ebe327e97ef11.pdf
იხილეთ იმიტირებული სასამართლო პროცესის საქმე:
bdc5ce12cbc6d37bace877bac8b3ae40.pdfbdc5ce12cbc6d37bace877bac8b3ae40.pdf
დამაზუსტებელი კითხვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში:
a65bcb0e188e40f04c7079586b4aa178.pdfa65bcb0e188e40f04c7079586b4aa178.pdf