პარტნიორები

იურიდიული კომპანია LegaLion Corp.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს პარტნიორია იურიდიული კომპანია LegaLion Corp. იურიდიული კომპანია LEGALION დაფუძნდა 2017 წელს. კომპანიის მიზანია გაუწიოს ოპერატიული და კვალიფიციური მომსახურება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. გარდა აღნიშნულისა კომპანია აქტიურად ახორციელებს სხვადასვხა სახის საგანმანათლებლო პროექტებს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა თუ ახალგაზრდა იურისტებისათვის. LegaLion Corp.-ის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებასა და თვითრეალიზებაში. 

2022 წელს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველომ LegaLion Corp.-თან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება. 

18.02.2022
ბეჭდვა