ელსა საერთაშორისოს რიგით 73-ე საერთაშორისო საბჭოს კრება,ლვოვი, უკრაინა


ელსა საერთაშორისოს რიგით 73-ესაერთაშორისოსაბჭოსკრება,ლვოვი, უკრაინა

2018 წლის 15-22 აპრილს, უკრაინაში, ქ. ლვოვში, ჩატარდა ასოციაციის რიგით 73-ე საერთაშორისო საბჭოს კრება, რომლის განმავლობაშიც დაკომპლექტდა ელსას მომავალი წლის საერთაშორისო გამგეობა, მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები, განიხილებოდა ასოციაციისათვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას დაესწრო ასოციაციის 44 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ელსა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპის იურისტ სტდენტთა ასოციაცია საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის სფეროში - ლიზა ცნობილაძე.
ელსა საქართველოს წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო საბჭოს კრებაში. ელსა თბილისის შიდა მენეჯმენტის აპარატის წევრი, ანი მთვარელიძე, პლენარული სხდომის მდივანი, ხოლო ელსა საქართველოს დირექტორი ტრენინგების სფეროში და ელსა თბილისის პრეზიდენტი, ნანა გეგია, შიდა მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრის ვიცე-თავმჯდომარე გახლდნენ.
ელსა საქართველო ულოცავს ასოციაციას ახალი გამგეობის არჩევას და უსურვებს წარმატებას მომავალი წლის განმავლობაში. ამასთანავე, მადლობას ვუხდით მოქმედ საერთაშორისო გამგეობას გაწეული შრომისთვის.
გარდა ამისა, ვულოცავთ საორგანიზაციო ჯგუფს ღონისძიების წარმატებით განხორციელებას!
-----------------------------
73rd International Council Meeting in Lviv, Ukraine
ELSA Georgia was present and voting at the 73rd International Council Meeting in Lviv, Ukraine.
We would like to thank the OC for their hard work and congratulate on organizing an outstanding ICM.
On behalf of ELSA Georgia, we would like to express gratitude and appreciation to the current Board of ELSA International for the work they have done so far and congratulate the newly elected International Board of ELSA for the term 2018/2019.

ბეჭდვა