ელსა საქართველოს საიუბილეო ეროვნული საერთო კრება

2018 წლის 26-28 მაისს ანაკლიაში გაიმართება ელსა საქართველოს რიგით მე-20 საიუბილეო ეროვნული საერთო კრება, რომელსაც ელსა საქართველოს სამივე ლოკალური ჯგუფის წარმოამდგენლები დაესწრება.
ჩატარდება ლოკალური ჯგუფების საერთო კრებები და აირჩევა 2018-2019 წლის გამგეობები, როგორც ეროვნულ ასევე ლოკალურ დონეზე.
საიუბილეო საერთო კრებასთან დაკავშირებით ასოციაციას ეწვევა ევროპელი სტუმრები და ელსა საქართველოს ყოფილ ელსელთა კლუბის წევრები.
ეროვნული საერთო კრების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 70 და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე:
„ გზა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან-დღევანდელობამდე: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ეფექტური აღსრულების გამოწვევები.“
ბეჭდვა