Call for the Working Group on Regulations

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) აცხადებს მიღებას სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოამზადებს წინადადებებს ასოციაციის რეგულაციების განახლებისა და სრულყოფისთვის.

სამუშაო ჯგუფი იქმნება ელსა საქართველოს გამგეობის ინიციატივით, აღნიშნულის მიზანია, ორგანიზაციის რეგულაციების დახვეწა და ელსა საერთაშორისოს სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვება.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
• დაეუფლოთ იურისტის პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
• მიიღოთ ორგანიზაციის წესდებასა და სხვა შიდა რეგულაციებზე მუშაობის გამოცდილება;
• გამოიმუშავოთ სამართლებრივი ანალიზის უნარი.

მოთხოვნები:
• ასოციაციის წევრობა და შიდა რეგულაციების ცოდნა;
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
• მოტივირებულობა და პასუხისმგებლობა;
• საოფისე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• საქმისადმი ინტერესი.

სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი - ნანა გეგია, ასოციაციის გენერალური მდივანი;

მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში - დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

შესარჩევი ეტაპები:

I ეტაპი - განაცხადის ფორმების განხილვა;
II ეტაპი - გასაუბრება.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2019 წლის 7 თებერვალი, 23:59 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

✆ +995 598 966 553
E-mail: secgen@ge.elsa.org

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ციცია, ნანა, სალომე, ეკატერინე, ეთო და ლიზა