ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს რიგით 24-ე ეროვნულ
საერთო კრება გაიმართება ა/წ 21-23 დეკემბერს წყალტუბოში, სასტუმრო
"პრომეთეში"
ეროვნული საერთო კრების ფარგლებში მოქმედი გამგეობის წევრები
წარადგენენ შუალედურ ანგარიშებს, მოხდება ლოკალური ჯგუფების
გამგეობების ანგარიშების წარდგენა ასოციაციის რეგულაციებში
ცვლილებების პროექტების განხილვა. ასევე, ღონისძიების მიმდინარეობისას
გაიმართება ტრენინგები და კონფერენცია, საერთო კრების
მონაწილეთათვის.
თარიღი: 2019 წლის 21-23 დეკემბერი;ადგილმდებარეობა: წყალტუბო,
სასტუმრო "პრომეთე"
საერთო კრებაში მონაწილეობის საფასური: 130 ლარი, რომელიც სრულიად
მოიცავს ტრანსპორტირების, სასტუმრო კომპლექსში 2 დღე-ღამის
განმავლობაში განთავსების, კვების, ასევე, ყველა აკადემიურ და
სოციალურ ღონისძიებაში მონაწილეობის საფასურს.
საერთო კრებაზე რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
1) მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა,
რომლის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2019 წლის 7 დეკემბერი.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე
https://forms.gle/LWFzTxhmPLSJixVNA
2) ეროვნულ საერთო კრებაში მონაწილეობის საასურის გადახდა, რომლის
ბოლო ვადაა - 2019 წლის 14 დეკემბერი. (დარეგისტრირებული მონაწილეები
შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს მიიღებენ ელ. ფოსტით).
შემოგვიერთდით და გამოსცადეთ ELSA Spirit!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ +995 571097223
✉ ncmgeorgia@ge.elsa.org
ვერა სვანაძე
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ლიზა, ანი, ნინო, მარიამი, ანა და მარიამი