XXVII ეროვნული საერთო კრება / XXVII National Council Meeting

 
ელსა საქართველოს რიგით XXVII ეროვნული საერთო კრება 
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXVII ეროვნულ საერთო კრებაზე (NCM).
აღნიშნულ საერთო კრებაზე შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ ელსა საქართველოს გამგეობის საქმიანობის შუალედური ანგარიშები. გარდა ამისა საერთო კრების ფარგლებში მოხდება ასოციაციის რეგულაციებში ცვლილებებისა და დამატების პროექტების განხილვა.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რიგგარეშე ეროვნული საერთო კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში. ინფორმაციას შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ელ. ფოსტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

✉ secgen@ge.elsa.org

თამარ ვარშალომიძე
გენერალური მდივანი
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!

მარიამი, თამარი, ნინო, ელენე, ანა, ანა და ვახტანგი. 


 
 
 
 
ბეჭდვა