XXVIII ეროვნული საერთო კრება/XXVIII National Council Meeting

XXVIII ეროვნული საერთო კრება/XXVIII National Council Meeting
ncm-ncm
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXVIII ეროვნულ საერთო კრაბაზე (NCM). საერთო კრება წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომელიც მოიწვევა წელიწადში ორჯერ. ღონისძიების ფარგლებში, გამგეობის წევრები წარმოადგენენ შემაჯამებელ ანგარიშებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, მოხდება ელსა საქართველოს ახალი გამგეობის დაკომპლექტება.

საერთო კრების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ასოციაციის საქმიანობის თითოეულ მიმართულებას სამუშაო შეხვედრის ფორმატით და დაესწრონ სოციალური უნარების ტრენინგებს.

საერთო კრების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: ბავშვთა უფლებების რეგულირება Covid პანდემიის პირობებში.

თარიღი: 2021 წლის 3-5 ივლისი.

ადგილმდებარეობა: ანაკლია; სასტუმრო Anaklia Resort Pratap’s Signature;
დამატებთი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
https://www.facebook.com/pratapsignature
https://pratapsignature.com/

მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს, რაც მოიცავს ტრანსპორტირებას, სასტუმრო კომპლექსში ცხოვრებასა და კვებას, ასევე ყველა სახის ღონისძიებაში მონაწილეობას.

რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

I ეტაპიმონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ, სააპლიკაციო ფორმა: არაუგვიანეს 2021 წლის 27 ივნისის 23:00 საათისა.
II ეტაპი - ეროვნულ საერთო კრებაში მონაწილეობის საფასურის გადახდა, რომლის ბოლო ვადაა - 2021 წლის 30 ივნისი. (დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საბანკო რეკვიზიტებს ელ. ფოსტის მეშვეობით).

ღონისძიება გაიმართება COVID რეგულაციების სრული დაცვით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 555 75 76 89
ncmgeorgia@ge.elsa.org
მარიამ ბურკაძე
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გახდით, რიგით XXVIII ეროვნული საერთო კრების მონაწილე და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ელსასთან ერთად!
 
ბეჭდვა