XXX ეროვნული საერთო კრება / XXX National Council Meeting

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXX, საიუბილეო ეროვნულ საერთო კრაბაზე (NCM). ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXX, საიუბილეო ეროვნულ საერთო კრაბაზე (NCM).

საერთო კრება წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომელიც მოიწვევა წელიწადში ორჯერ. ღონისძიების ფარგლებში, გამგეობის წევრები წარმოადგენენ საქმიანობის წლიურ ანგარიშებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, საერთო კრების ფარგლებში მოხდება ასოციაციის რეგულაციებში ცვლილებების და დამატების პროექტების განხილვა და გაიმართება ელსა საქართველოს 2022/23 წლის მოწვევის გამგეობის არჩევნები

საერთო კრების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ასოციაციის საქმიანობის თითოეულ მიმართულებას სამუშაო შეხვედრის ფორმატით და დაესწრონ სოციალური უნარების ტრენინგებს.

საერთო კრება გაიმართება მიმდინარე წლის 2-4 ივლისს
ადგილმდებარეობა: წყალტუბო;
ასტუმრო Tskaltubo Hotel prometheus
დამატებთი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/3T8RWJh
https://cutt.ly/yT8RTMP

მონაწილეობის საფასური შეადგენს 160 ლარს, რაც მოიცავს სასტუმრო კომპლექსში ცხოვრებასა და სამჯერად კვებას, ასევე ყველა სახის ღონისძიებაში მონაწილეობას.

რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ, სააპლიკაციო ფორმა: არაუგვიანეს 2022 წლის 26 ივნისისა 23:00 საათისა.
https://forms.gle/21AccSMgdDtDgK3P9
II ეტაპი - ეროვნულ საერთო კრებაში მონაწილეობის საფასურის გადახდა, რომლის ბოლო ვადაა - 2022 წლის 28 ივნისი. (დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საბანკო რეკვიზიტებს ელ. ფოსტის მეშვეობით).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 595 227761
ncmgeorgia@ge.elsa.org
mcc@ge.elsa.org

ქეთევან მახარაშვილი

გახდით, რიგით XXX ეროვნული საერთო კრების მონაწილე და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ელსასთან ერთად!
თამარი, ლაშა, მაია, ქეთევანი ანა და ვახტანგი. 

ბეჭდვა