ქუთაისის უნივერსიტეტში ელსა ქუთაისის მიერ ჩატარდა
პანელური დისკუსია თემაზე: "კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და
დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
საქართველოში"
მომხსენებელი - თამარ მსხვილიძე, სამართლის დოქტორი,
კოლიზიური სამართლის მკვლევარი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,
ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
პროექტის მიზანის წარმოადგენდა - კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამართლებრივი გარემოს დაცვის იურიდიული და პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა; კულტურული მემკვიდრეობის მახასიათებლების, პრინციპებისა და კლასიფიკაციის გააზრება; სახელმწიფოს, ეკლესიის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და კერძო მესაკუთრეების ვალდებულებების გაცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სფეროში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ადმინისტრირების საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა.