ყოფილ ელსელთა კლუბი

Once ELSA – forever ELSA!

„ელსელთა კლუბი“ წარმოადგენს ა(ა)იპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან“ არსებულ გაერთიანებას, რომელიც არარეგისტრირებული კავშირის ფორმით არსებობს 2011 წლიდან. აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან „ელსა საქართველოს“ გამგეობის ყოფილი წევრები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ასოციაციის შექმნის, ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. „ელსელთა კლუბის“ მიზანია ასოციაციის წევრებთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისა და გამოცდილების გაზიარების გზით ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობა.

 

24.05.2018