კატეგორია - საქმიანობა
აკადემიური საქმიანობა (AA) ელსას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი
მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების
ამაღლებას სამართლის სხვა და სხვა დარგში და თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში რეალიზებას.
აკადემიური საქმიანობის მიმართულება მოიცავს 4 ძირითად
სფეროს:
1.ელსა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური წერის
უნარ-ჩვევების განვითარებას, რისთვისაც სტუდენტებს სთავაზობს ესეების
ჩემპიონატებსა და ნაშრომების კონკურსებს.
2.საზღვარგარეთ სწავლის პროგრამა სტუდენტებს აძლევს
შესაძლებლობას ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სხვა ქვეყნების
სამართლებრივ სისტემებსა და კულტურაზე. სფერო მოიცავს სხვა და სხვა
საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებას გაცვლით პროგრამების
შესახებ.
3.სამართლებრივი კვლევის ჯგუფები აკადემიური საქმიანობის
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა და
ახალგაზრდა იურისტთა მიერ კონკრეტულ, სპეციფიკურ საკითხზე კვლევის
ჩატარებას და შემუშავებული დასკვნის საზოგადოებისათვის
გაცნობას.
4.თეორიისა და პრაქტიკის შეჯერება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან
პროექტებს, როგორებიცაა იმიტირებული სასამართლო პროცესები და
დებატები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში რეალიზებას, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანი
გარემოს შექმნას აკადემიური საქმიანობის მიმართულება მორგანიზაციის
ჩამოყალიბების დროიდან განვითარების უმნიშვნელოვანესი გზა განვლო და
დღეისათვის, აღნიშნული პროგრამების დახმარებით ელსას დასახული
მიზნების მიღწევაში ფუნდამენტური წვლილი შეაქვს.