სემინარები და კონფერენციები

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულება (S&C). მისი მიზანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა შეისწავლონ და განიხილონ ის თემები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით. ეს დაეხმარებათ მათ უკეთესი სამართლებრივი ცოდნისა, სოციალური და კულტურული გამოცდილების მიღებაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს მათ საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირებას. სემინარებისა და კონფერენციების აპარატი ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: სემინარები, კონფერენციები, სამართლის სკოლები, დისკუსიები, ლექციები და სასწავლო ვიზიტები.

სემინარები - წარმოადგენს შედარებით მოკლევადიან ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება სამიდან შვიდ დღემდე და რომლის განმავლობაშიც განიხილება იურიდიული თემები, ან სამართლის რომელიმე დარგი, რომელიც არის სწავლება უმაღლეს სასწავლებელში, ან ისეთი მიმართულება, რომელიც განხილვის მომენტისათვის აქტუალურია და იწვევს დიდ ინტერესს საზოგადოებაში. სემინარები მონაწილეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი კონტაქტები თანატოლებთან.
კონფერენციები - მეტად სამეცნიერო შეხვედრები. გარდა საინტერესო ლექციებზე დასწრებისა, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ ჩაერთონ თემის განხილვაში და მასთან დაკავშირებით გარკვეული სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაში, რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ მომხსენებლებთან ერთად აუდიტორიის წინაშე.
სამართლის სკოლა - ყველაზე დიდი ღონისძიება სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებაში. სამართლის სკოლა მოიცავს როგორც ლექციებს, ასევე სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. იმისათვის, რომ იგი განხორციელდეს, საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაცვა. კერძოდ ღონისძიება ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. ასევე აუცილებლია, მისი შინაარსი უშუალოდ იურიდიულ თემებს ემყარებოდეს. ლექციების კურსისა და სამუშაო შეხვედრების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 საათს, ამავე დროში უნდა განაწილდეს მონაწილეების საშინაო დავალებების მომზადება.
საჯარო ლექცია - პროფესიონალი მომხსენებლების მიერ გაკეთებული თემის საჯარო წაკითხვა აუდიტორიისათვის სამართლის გარკვეულ სფეროში დისკუსია არის ისეთი სახის ღონისძიება, სადაც სპეციალისტები მსჯელობენ, კამათობენ აუდიტორიის წინაშე გარკვეულ სპეციფიკურ თემაზე. იმისათვის, რომ დისკუსია საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა.
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი - ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს ELSA-სწევრებს, გაეცნონ ასოციაციის მუშაობას საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი არის ორგანიზებული მოგზაურობა, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივი, მრავალმხრივი და ცალმხრივი. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთაშორისო. ასევე ეროვნულ დონეზე (ერთი ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქში).
ინსტიტუციონალური სასწავლო ვიზიტი ითვალისწინებს საერთაშორისო სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო დაწესებულებაში სტუდენტების ვიზიტს, რათა გაეცნონ ამ დაწესებულების მუშაობას.

24.05.2018