ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისხმა (ELSA TBILISI)
ISIE -International school of
intellect and education - თან კოლაბორაციის ფარგლებში 2023
წლის 26 თებერვალს გამართა მასშტაბური ღონისძიება "სამართლის
კონგრესი 2023"
სამართლის კონგრესი 2023-ის მთავარი პარტნიორი გახლდათ Alte University • ალტე უნივერსიტეტი
ღონისძიების აკადემიური პარტნიორი გახლდათ Grigol Robakidze University
სამართლის კონგრესი 2023-ის მხარდამჭერი: წყალი ,,ბაკურიანი“ და ენერგეტიკული სასმელი ,,რედბული“.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
ა(ა)იპ ბიზნეს საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის
იურიდიული კომპანია ,,მეტრეველი და ადვოკატები“
დიმიტრი მჭედლიშვილის საადვოკატო ოფისი
Business and Legal Partners – BLP
Tbilisi Legal Advisory – TLA
იურიდიული კომპანია - Legal Georgia
იურიდიული კომპანია - Prime Legal
იურიდიული კომპანია - Legalis
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - GSCC
სამართლის კონგრესი 2023 გახსნა ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა - ქეთევან ცხადაძემ.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო საჯარო ლექციას სახელწოდებით: ,,განათლება და სამართალი“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბესარიონ ზოიძე უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც მოწვეულ ორგანიზაციების, ისე ინტელეტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა - ISIE -სა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) სტაჟირების პროგრამებს, ვაკანსიებსა თუ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხებს.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) მადლობას უხდის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლას -ISIE სასიამოვნო და წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე მადლობას უხდის მოწვეულ ორგანიზაციებსა და აკადემიურ თუ არააკადემიურ პარტნიორებს პროექტის მხარდაჭერისთვის.