სამართალი და ჭიქა ღვინო

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისისა (ELSA TBILISI) და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ის თანამშრომლობით 2023 წლის 2 აპრილს, საგურამოში, სივრცე ''სივრცისეულში" ჩატარდა პროექტი - "სამართალი და ჭიქა ღვინო"

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ  ELSA TBILISI-ის წევრებს.

ღონისძიებას უძღვებოდა : გიგი სისვაძე, ადვოკატი სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სფეროში, საერთაშორსიო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.

ლექციაზე განხილული იყო სხვადასხვა საინტერესო სამართლებრივი საკითხები, ბატონმა გიგიმ ახალგაზრდებს გაუზიარა გამოცდილება, მისცა რჩევები ადვოკატის პროფესიის შესახებ.

პროექტის მონაწილეებსა და მომხსენებელს შორის არაერთხელ შედგა საინტერესო დისკუსია, რომლებიც ხორციელდებოდა  მეგობრულ გარემოში ჭიქა ღვინოსთან ერთად.

აღნიშნული პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ მომავალ იურისტებსა და უკვე შემდგარ ადვოკატს სასიამოვნო გარემოში გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის შეხედულებები და აემაღლებინათ მათთვის ცნობიერება გარკვეულ საკითხებზე.

საინტერესო ლექციის შემდეგ პროექტის მონაწილეებს აგრეთვე ჰქონდათ შესაძლებლობა, ესიამოვნათ ფურშეტითა და მშვიდი მუსიკით, მყუდრო გარემოში ესაუბრათ და უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.

პროექტი  წარმატებულად ჩატარდა და მონაწილეებმა ერთად შექმნეს დაუვიწყარი მოგონებები.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) დიდ მადლობას უხდის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ს თანამშრომლობისათვის და ასევე, მადლობას უხდის საორგანიზაციო ჯგუფსა და მონაწილეებს პროექტში ჩართულობისათვის.