ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA GEORGIA),
თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტთან და იურიდიულ კომპანია ჯეი ენდ თი
ქონსალთინგთან
თანამშრომლობით გთავაზობთ ეროვნულ შეჯიბრს დავის გადაწყვეტის
ალტერნატიულ გზებში.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ნოვაციას, რაც გამოხატულია
საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების სიღრმისეული
შესწავლით, სტუდენტებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებითა და მათთვის
არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებით.
პროექტში მხარეებად, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო
და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და
მაგისტრატურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 6 გუნდი, თითოეული გუნდი უნდა
შედგებოდეს სამი წევრისგან.
პროექტის თეორიულ ეტაპზე (17-23 მარტი) გუნდებს ჩაუტარდებათ ერთ
კვირიანი ტრენინგ- კურსები შემდეგ საკითხებზე:
* ტრენინგი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები, ზოგადი
მიმოხილვა.
* მედიაციის არსი და ძირითადი პრინციპები.
* მედიაციის პროცესის ფაზები
* არბიტრაჟის ცნება, მისი სახეები და ადგილი მართლმსაჯულების
სისტემაში.
* საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის წინაპირობები
(არსებითი პირობები, ფორმა, არბიტრაჟუნარიოანობა)
* არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება
* ბათილი, ძალადაკარგული, შესრულების შეუძლებლობის
ნაკლის მქონე საარბიტრაჟო შეთანხმებები და მათი განმარტება
გამოსაყენებელი სამართლის მიხედვით
* მოლაპარაკების მნიშვნელობა, მისი უპირატესი და ნაკლოვანი
მხარეები
* მოლაპარაკების 10 ძირითადი კოზირი
პროექტის პრაქტიკული ეტაპი მოიცავს სამ საფეხურს: იმიტირებული
მოლაპარაკების( 30 მარტი), მედიაციისა (4 აპრილი) და არბიტრაჟის
პროცესს( 14 აპრილი).
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე გუნდს შეეძლება სამივე ეტაპის
გავლა, სამივე პროცესზე განსახილველი იქნება ერთი და იგივე კაზუსი,
მონაწილეები კი ყველა პროცესში იცვლიან ოპონენტებს და მათთვის
მიკუთვნებულ მხარეებს. აღნიშნული სტრუქტურა კარგად წარმოაჩენს
თეორიული ტრენინგ-კურსების ეფექტურობას, რადგან მონაწილეებმა სწორედ
მათი დახმარებით უნდა შეძლონ შესაბამისი ამპლუის ეფექტურად
მორგება.
გამარჯვებული, სამივე ეტაპში მიღებული ქულათა ჯამის საშუალებით
გამოვლინდება.
*** პროექტში მონაწილეობა ფასიანია.
ელსას წევრებისთვის გუნდზე 20 ლარი.
არაელსელებისთვის კი - 30 ლარი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გუნდებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 15
მარტის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
https://goo.gl/forms/n6mMRg2Nmi1Iem4m1
პრიზები:
> მონაწილე გუნდების თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობის
დამადასტურებელ სერტიფიკატს.
> გუნდებს გადაეცემათ იურიდიული ლიტერატურა.
> გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ელსა საქართველოსგან სიმბოლური
პრიზი.
> იურიდიული კომპანიის რჩეული ერთი მონაწილე სტაჟირებას გაივლის
იურიდიულ კომპანია ჯეი ენდ თი ქონსალთინგში.
> თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის რჩეული ორი მონაწილე სტაჟრებას
გაივლის თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆555 75 76 89
მარიამ ბურკაძე
პროექტის ხელმძღვანელი
✆ 598 41 98 96
✉ academicactivities@ge.elsa.org
ეკატერინე დვალიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
ციცია, სალომე, ეკატერინე, ეთო, ლიზა