XXIX ეროვნული საერთო კრება / XXIX National Council Meeting

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXIX ეროვნულ საერთო კრებაზე (NCM). ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს აქვს პატივი მოგიწვიოთ ორგანიზაციის რიგით XXIX ეროვნულ საერთო კრებაზე (NCM).

საერთო კრება წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომელიც მოიწვევა წელიწადში ორჯერ. ღონისძიების ფარგლებში, გამგეობის წევრები წარმოადგენენ შუალედურ ანგარიშებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, საერთო კრების ფარგლებში მოხდება ასოციაციის რეგულაციებში ცვლილებებისა და დამატების პროექტების განხილვა.

საერთო კრების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ასოციაციის საქმიანობის თითოეულ მიმართულებას სამუშაო შეხვედრის ფორმატით და დაესწრონ სოციალური უნარების ტრენინგებს.

საერთო კრების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოწვევები

თარიღი: 2021 წლის 18-20 დეკემბერი.
ადგილმდებარეობა: წყალტუბო; 
სასტუმრო Tskaltubo Hotel prometheus

დამატებთი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/3T8RWJh
https://cutt.ly/yT8RTMP

მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს, რაც მოიცავს სასტუმრო კომპლექსში ცხოვრებასა და სამჯერად კვებას, ასევე ყველა სახის ღონისძიებაში მონაწილეობას.

რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი -  მონწილეობს მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ, სააპლიკაციო ფორმა: არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრის 23:00 საათისა.
 

II ეტაპი - ეროვნულ საერთო კრებაში მონაწილეობის საფასურის გადახდა, რომლის ბოლო ვადაა - 2021 წლის 14 დეკემბერი. (დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საბანკო რეკვიზიტებს ელ. ფოსტის მეშვეობით).

ღონისძიება გაიმართება COVID რეგულაციების სრული დაცვით

გაითვალისწინეთ რომ ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ კოვიდ პასპორტის ან შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადატანილი გაქვთ COVID-19.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 577 59 91 26
ncmgeorgia@ge.elsa.org
president@ge.elsa.org

თამარ ვარშალომიძე
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გახდით, რიგით XXIX ეროვნული საერთო კრების მონაწილე და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ელსასთან ერთად!